გენადი მარგველაშვილმა ქუთაისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მყარი ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში – “ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ნარჩენების მართვის სექტორის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის საკითხები საქართველოსა და მოლდოვაში” მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მყარი ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“გასაგებია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურა მყარი ნარჩენების სამართავად, მაგრამ არანაკლებ ნიშვნელოვანია განათლება, რათა სწორად განსაზღვროს ადამიანმა, თუ როგორ უნდა მართოს ის. სასკოლო განათლებაში, დაწყებული მესამე კლასიდან დამთავრებული მე-11 კლასამდე, ყოველ წელს, ყველა საგანში არის გარემოს დაცვით ქმედებებზე საუბარი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაკლებადაა ყურადღება გამახვილებული მყარი ნარჩენების გადამუშავება/გამოყენებაზე. აუცილებელია, მოზარდებს თავიდანვე ვასწავლოთ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მყარი ნარჩენების გადამუშავებას საზოგადოებრივი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, როგორ უნდა აქციონ მყარი ნარჩენების გადამუშავება შემოსავლის წყაროდ, როგორ დაასაქმონ მოქალაქეები ამ სფეროში და მიიღონ შემოსავალი. ასოციაცია “სპექტრს” აქვს უამრავი კარგი პროგრამა ამ მიმართულებით და მე პირადად, მხარდაჭერას ვუცხადებ პროექტს და ნებიმიერ დროს, ნებისმიერი საშუალებით, პარლამენტი სრულ მზადყოფნს გამოთქვამს დასახმარებლად,” – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

კონფერენცია პროექტის – “მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა” ფარგლებში ტარდება და შავი ზღვის აუზის ქვეყნების 2014-2020 წლების პროგრამის მიერ არის დაფინანსებული. მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვაში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვას, ასევე, მუნიციპალურ დონეებზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად რეკომენდაციების შემუშავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები