გრიგოლ ვაშაძე: გუბაზ სანიკიძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრი არ არის

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე “გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, სანიკიძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრი არ არის და შესაბამისად, კომენტარს ვერ და არ გააკეთებს.

“გუბაზ სანიკიძე არ არის არც გაერთიანებული ოპოზიციის და არც იმ დიდი გაერთიანების წევრი, ამიტომ მე მის ვერანაირ გამონათქვამზე კომენტარს ვერ და არ გავაკეთებ”, – განაცხადა ვაშაძემ.

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, “ხელისუფლებას ვაფრთხილებ ღმერთმა დაგვიფაროს ამ გაწევ-გამოწევაში და ამ ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას. ფრთხილად იყავით ბიძინა და პოლიციელებო, ვინმე არ შემოაგაკვდეთ, თორემ სახელით და გვარით მოგაკითხავთ ყველას. ტყავში დაეტიეთ პოლიციელები, აღარ გიჩლიქავთ ენას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები