ხმაური ოზურგეთის საკრებულოში – „ნაცმოძრაობის“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით მჟავანაძის გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა. დავით მჟავანაძემ სტატია გააზიარა, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის – ქეთი ვასაძის სასკოლო ატესტატის ავთენტუტორობაზე იყო საუბარი.
შელაპარაკება სხდომაზე დავით მჟავანაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს- გიორგი ღურჯუმელიძეს შორის დაიწყო, რაშიც სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

გიორგი ღურჯუმელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
„ბატონი მჟავანაძე მეორე მოწვევის წევრია საკრებულოს და ერთი სასიკეთო პროექტი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის იქნება, ან ინიცირებული, ან გაჟღერებული, თუ უმუშავია მსგავს საკითხზე. გუშინ იყო მისი აქტივობა სოციალურ ქსელში, სადაც მან შეურაცყოფა მიაყენა ქალბატონს, საკრებულოს წევრს, მოვიდა და გაიკეთა ნარინჯინსფერი ლენტი, რომელიც არის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის სიმბოლო. ამან გამოიწვია ჩვენი საკრებულოს წევრების აღშფოთება. მას მორალური უფლება ნამდვილად არ ჰქონდა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაჩერების. ადგნენ და დატოვეს სხდომათა დარბაზი, ვფიქრობ, რომ ამ ერთხელ, მოიქცნენ ძალიან სწორად“,- განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები