ჰააგაში არეულობა მოხდა – დაკავებულია 12 ადამიანი
ჰააგის ერთ-ერთ რაიონში, გვიან ღამით, 60-მა ადამიანმა არეულობა მოაწყო. პოლიციამ 12 პირი დააკავა.
შეკრებილებმა ცეცხლი ნაგვის კონტეინერებს წაუკიდეს, ასევე შემოღობილ ტერიტორიებს არბევდნენ და ფიორვერკებს უშვებდნენ.
პოლიციამ რამდენიმე ქუჩა გადაკეტა.
დაკავებულებს ბრალად სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა და ძალადობა ედებათ.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ არეულობა ახალ წლამდე გაგრძელდება.