გიგა ბოკერია: ბურჯანაძე და სხვები იქამდეც ასეთები იყვნენ, ახლაც ისეთები არიან როგორებიც არიან, ჩვენც ისეთები ვართ, როგორებიც ვიყავით

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთისთვის მიუღებელი შეხედულებების მქონე ადამიანები გააერთიანა.

“ნინო ბურჯანაძე და სხვები იქამდეც ასეთები იყვნენ ახლაც ისეთები არიან როგორებიც არიან, ჩვენც ისეთები ვართ როგორებიც ვიყავით. ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა ყველა, ერთმანეთისთვის მიუღებელი შეხედულებების მქონე ხალხი. ეს ახლა აღმოვაჩინეთ?! არა. ამიტომ დავჯდებით თუ არა, ვზივართ ყველანი”,- განაცხადა ბოკერიამ

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრა. როგორც “კვირას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს შეხვედრებს, ასევე შეხვდება პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები