ბოკერიას მორიგი მუქარა აქციაზე: “დაგიმახსოვრებ, გიყურებ“ – დეპუტატს მცხეთის მერიასთან წყალი შეასხეს

მცხეთის მერიასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს “ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.

მერიასთან ორი აქცია მიმდინარეობს, ერთს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავენ, მეორეს კი “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

გიგა ბოკერიამ მერიასთან მდგარ მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მონები უწოდა.

“ხელი აიწიეთ, გუშინ ვინ ცემა ახალგაზრდები, ვის გაქვთ მაგის თავი. აბა, გაბედეთ, ხელი აიწიეთ. თქვე სამარცხვინოებო, თქვენა. მონებო. მონახა ხარ შენ. დაგიმახსოვრებ, გიყურებ“, – მიმართა გიგა ბოკერიამ აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც მას წყალი შეასხეს.

გიგა ბოკერიამ სამართალდამცველებს მიმართა, რომ დაეკავებინა ის ადამიანი, ვინც მას წყალი შეასხა.

მცხეთაში აქცია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა სვეტიცხოვლიდან მსვლელობით დაიწყეს და მცხეთის მერიასთან მივიდნენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები