პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

პანკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს – არბი ქავთარაშვილსა და რამაზ ხანგოშვილს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე, მარიამ ქიშმარია ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას მიესალმება, რადგან ხეობაში გვარებს შორის მორიგი დაპირისპირება თავიდან იქნეს აცილებული.

პროცესზე 26 წლის არბი ქავთარაშვილმა და 29 წლის რამაზ ხანგოშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ისინი თავს დამნაშავეებად ცნობენ.

მორიგი სასამართლო სხდომა 2020 წლის 22 იანვარს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ორივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ ღამით წარედგინა.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარების მუხლებით დაიწყო.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ორ გვარს შორის დაპირისპირების დროს 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს, დაიჭრა კონფლიქტის მონაწილე სამი ადამიანი. მომხდარის მიზეზად ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის პირადი კონფლიქტი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები