ვახტანგ გომელაური: თუ სხვისი შვილები იყვნენ აქციაზე, გოგაშვილის შვილსაც ჰქონდა უფლება იქ ყოფილიყო
“საქმე აღიძრა და თუ დასაკავებელია დააკავებენ ადამიანებს. თუ სხვისი შვილები იყვნენ გოგაშვილის შვილსაც ჰქონდა უფლება იქ ყოფილიყო”, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას მცხეთასა და თბილისში აქციებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მცხეთის საკრებულოს თანამშრომლებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მოხდა მათი დაკავება მინისტრმა უპასუხა, რომ შერჩევით არავის დაკავება არ ხდება.
“შერჩევით არავის დაკავება არ ხდება. 7 ადამიანი დააკავეს, მათ შორის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც. რაც შეეხება საკრებულოს თანამშრომლებს, ამ კონკრეტულ ამბავს გავარკვევ. აქციებზე ძალადობით გამოირჩეოდნენ ადამიანები და შესაბამისი რეაგირება მოხდა, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.