მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი მეორე ვადით კენჭისყრას არ გამორიცხავს

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ მიიღებს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია TV8 ეთერში განაცხადა.

დოდონმა აღნიშნა, რომ მას ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, ის ნებისმიერ შემთხვევაში საკითხზე კონსულტაციებს გუნდთან გამართავს.

„ერთ გუნდში ვართ. დოდონის პოლიტიკას ორი მოკავშირე ჰყავს – ხალხი და პარტია. გუნდი. ხალხთან ვითათბირებთ და ვიფიქრებთ, წავიდეთ წინ თუ არა“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები