პანკისის ხეობაში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პანკისის ხეობაში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არბი ქავთარაშვილსა და რუსლან ხანგოშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

დაკავებულების ადვოკატის, ელენე ქიშმარიას განმარტებით, ქავთარაშვილისა და ხანგოშვილის წინააღმდეგ, გამოძიებამ განსაკუთრებით მძიმე მუხლებით იხელმძღვანელა.

სახელმწიფო ბრალდება 22 წლის არბი ქავთარაშვილს 37 წლის ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.

რაც შეეხება 27 წლის რამაზ ხანგოშვილს, მის წინააღმდეგ გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირება 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, 37 წლის ვისური მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები