ჩილეში ავტობუსი ხრამში გადავარდა, სულ მცირე 15 ადამიანია დაღუპული

ჩილეში სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა ეროვნულ სამმართველოში განაცხადეს, რომ ავტობუსი ხრამში 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ ყველა საკანონმდებლო ნორმებს ასრულებენ: სატრანსპორტო საშუალებას გადაადგილების ნებართვა ჰქონდა, გავლილი აქვს ტექდათვალიერება, ასევე დაზღვეული იყო.

ავტობუსში 50 ადამიანი იმყოფებოდა.

გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები