სოხუმში საპროტესტო აქციაა – ე.წ. შს მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სოხუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ე.წ. მთავრობის სახლთან შეკრებილები ე.წ. შს მინისტრის გარი არშბას გადადგომას ითხოვდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. პრეზიდენტმა არშბას ე.წ. თანამდებობიდან გადადგომას ხელი უკვე მოაწერა, ხალხი არ იშლება.
მათი თქმით, ე.წ. რესპუბლიკაში კრიმინოგენური ვითარება უკიდურესად არის გაუარესებული. ქალაქის ცენტრში სროლა ჩვეული რამ გახდა.
„გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში წესრიგის მხრივ გამონათება ცოტათი მაინც იყოს, ქაოსში ცხოვრება არავის უნდა. ეს პირველ რიგში შს მინისტრს შეეხება, რომელმაც სავარძელს ზედმეტად მიეჯაჭვა და დაავიწყდა, რომ მუშაობაა საჭირო, რისთვისაც არის არჩეული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მისი თქმით, ხალხი არშბას არამარტო გადადგომას, არამედ იმას ითხოვს, რომ მან „ქვეყანა დატოვოს“.
შეკრებილებმა მსვლელობა ე.წ. ეროვნული სათათბიროსკენაც გამართეს.