ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა” ბავშვებს იფარებს, თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან, რაც უნდათ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტთან” მის მიმართ მოძრაობა “სირცხვილიას“ და “შეცვალეს” წევრების შეძახილებით დახვედრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ბავშვებს იფარებს.

“რამდენიმე ბავშვი იყო შეკრებილი. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვეტყვით მათ. საყვედურის თქმაც არ შეგვიძლია. ბუნებრივია, საყვედური ეთქმის “ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც ბავშვებს იფარებს. თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან, რაც უნდათ. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან, ჩემგან მძიმე და საკადრის პასუხს მიიღებენ. ამიტომ ვერ ბედავენ ამის გაკეთებას. ესაა მათი სახე. ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ ხელში და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ. ტრანსფარანტები მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა, სადაც მას მოძრაობა “სირცხვილიას“ და “შეცვალეს” წევრები შეძახილებით დახვდნენ და “სირცხვილის დერეფანი” მოუწყვეს. ისინი სკანდირებდნენ: “მონა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები