დავით ზალკალიანმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და მამული მოინახულა

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და მამული მოინახულა.

მინისტრმა ემიგრაციაში წასული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების ხსოვნას პატივი მიაგო და პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას და საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის საფლავები გვირგვინით შეამკო.

დავით ზალკალიანმა ასევე მოინახულა ლევილის ქართველთა მამული, სადაც საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელთან, პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას შვილიშვილთან ირენ ციციშვილთან შეხვედრა გამართა.

მინისტრის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთში ვიზიტი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან საკითხს – სტრატეგიული დიალოგის ფორმატის დაფუძნებას ეხება, სწორედ ლევილის მამულის მონაწილეობით იწყება, რადგან სწორედ ლევილის მამულია ქართულ-ფრანგული ისტორიულად გამორჩეული ურთიერთობის გამოხატულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები