ირაკლი კობახიძე – შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული შედეგი, ოპოზიცია დარწმუნდა გერმანული მოდელის შეუსაბამობაში

0

შეხვედრას ჰქონდა თავისი საფუძველი, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათთან კონსულტაციის საფუძველზე დაინიშნა ეს შეხვედრა, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზანი, აქ უნდა განხილულიყო მიმდინარე პროცესები მათ შორის ოპოზიციის შემოთავაზება, ეგრეთ წოდებულ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი კონკრეტული შედეგი ქონდა ამ შეხვედრას და ბევრ რამეს მოეფინა ნათელი. განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში კვირის თემა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, და იქ გაირკვა, რომ რეალისტური არ არის საკონსტიტუციო ცვლილება -„არსებული კონტექსტის გათვალისწინებით და ამაზე დაგვეთანხმა ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები, ყველა ვხედავთ ამას, რომ დღეს რომ მოხდეს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, სხვადასხვა მიზეზთა გამო შეუძლებელია მისი გასვლა პარლამენტში, ამის რესურსი პარლამენტში არ არის, ამაზე შევჯერდით ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით გვთავაზობენ ისინი ისეთ ცვლილებას, რომელიც მათი თქმით არ არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და რომლის შემოტანა არის შესაძლებელი საარჩევნო კოდექსის დონეზე. ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი”.

ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანულ მოდელთან დაკავშირებით გაიმართა იურიდიული დისკუსია როდესაც ოპოზიცია სრულ ჩიხში შევიდა. „როგორც ჭიდაობის დროს მოჭიდავე წრიდან გარბის, იმიტო რომ მას არ აქვს ძალა დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეს. ეს შეიძლება დაემართოს ძლიერ მოჭიდავეებსაც ამაში არ არის არაფერი გასაკვირი. მით უმეტეს პოლიტიკაც არის ერთგვარი ორთაბრძოლა. ეს სცენა მეორდებოდა იმ შეხვედრის დროს. სამი კითხვა დავსვი და ოპოზიცია ყველა ჯერზე გაექცა პასუხს. ჭადრაკში არის ასეთი ცნება, შამათი ორ სვლაში ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ნათელი გახდებოდა რომ გერმანული მოდელი პირდაპირ წინააღმდეგობაშია. თქვენ ნახეთ მათი სახეები გამოსვლის შემდეგ და მათი ასეთი სახეების მთავარი განმაპირობებელი იყო სწორედ ის, რომ ისინი დარწმუნდნენ გერმანული მოდელის შეუსაბამობაში” -განაცხადა „ქართული ოცების” აღმასრულებელმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი