დვირში ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა

ორი ათეული წლის შემდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ახლადაშენებული და სრულად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბაღი 3 სოფლის –  დვირის, ქვაბისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება, რომელთაც წლებია ბავშვების ტარება ქალაქის ბაღებში უწევდათ.
დვირის საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში 14 ადგილობრივი დასაქმდა. სამშენებლო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები