რუსეთში ავტობუსი ხიდიდან მდინარეში გადავარდა
რუსეთში ავტობუსი ხიდიდან მდინარეში გადავარდა, დაიღუპა 15 ადამიანი, 18 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა იმიერბაიკალეთის მხარეში მოხდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ავტობუსი სრეტენსკიდან ჩიტას მიმართულებით მოძრაობდა. ინციდენტის დროს ავტობუსში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსის საბურავის დაზიანებამ გამოიწვია.