გიორგი გუგავა: ვაპირებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კანონპროექტი ეუთოსა და ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ

ვაპირებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კანონპროექტი ეუთოსა და ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ განაცხადა. მისივე თქმით, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბებიან საპროტესტო აქციების თარიღები და სამოქმედო გეგმა განისაზღვრება.

“განისაზღვრება კონკრეტული აქციების დღეები, მათ შორის დიდი აქციების დღეებიც. სად უნდა მოხდეს პიკეტირება, როგორ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით აასრულოს საკუთარი დანაპირები. რაც არ უნდა გაჯიქდნენ, რაც არ უნდა გაჯიუტდნენ მათ ამოწურეს ყოველგვარი მორალურ-სამართლებრივი, გონივრული ვადა ხელისუფლებაში ყოფნის. ჩვენ, არ მივცემთ მათ უფლებას დაანგრიონ და დასასრული დააყენონ ამ ქვეყნის და სახელმწიფოსი. ვაპირებთ, ამ შემუშავებული კანონპროექტის გადაგზავნას ეუთოსა და ვენეციის კომისიაში, რათა იქედან მივიღოთ დასკვნები შეესაბამება თუ არა ის კონსტიტუციას”,- განაცხადა გუგავამ.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები