ირაკლი კობახიძე: შეხვედრაზე “სირცხვილიას” წარმომადგენლები ვაშაძე და ბოკერია იყვნენ
უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდნენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრას მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი, უპასუხა, რომ აღნიშნული მოძრაობის “წარმომადგენლები” გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია იყვნენ.
„შეხვედრის ფორმატზე კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ვფიქრობთ, ყველაზე რაციონალური ფორმატი იქნა შეთავაზებული – ეს იყო ყოფილი თავმჯდომარეების ფორმატი. შემდეგ ოპოზიციისგან მივიღეთ წინადადება, რომ ამ სიას დამატებოდნენ გრიგოლ ვაშაძე და ირმა ინაშვილი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. უშუალოდ მოძრაობა „სირცხვილიას” წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია. მათ დააფიქსირეს ამ მოძრაობის სახელითაც პოზიციები, ჩვენ ასე მივიღეთ, რადგან ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა,”- განაცხადა კობახიძემ.