გიგა ბოკერია: ე.წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაშია და ამას ავუხსნით შეხვედრაზე ხვალ ხელისუფლებას

“პარტნიორებთან ერთად შევეცდებით ხელისუფლებას ავუხსნათ, როგორ წაიღოს უკან ის შეურაცხყოფა, რომელიც ქართულ საზოგადოებას მიაყენეს გავრილოვის ღამის შემდეგ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაშია.„შედეგი იქნება, როცა ამას მიაღწევს საზოგადოება და როცა უკან წაიღებს თავის შეურაცხყოფას ივანიშვილი, იქამდე ყველა ნაბიჯს, რომელიც ამას შეუწყობს ხელს მივესალმებით. ორი დღის წინ იძახდნენ საერთოდ არაფერზე არ უნდა იყოს ლაპარაკიო, ახლა თქვეს, რომ ვილაპარაკოთო, კი ბატონო. იმ წინადადებით მივდივართ, რასაც მთელი ოპოზიცია უჭერს მხარს ე.წ. გერმანულ მოდელზე აგებული მოდელი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაშია“, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები