საპორტო ქალაქ ფოთს 1 000 სტუდენტზე გათვლილი საზღვაო სასწავლებლი ექნება (ვიდეო)

სასწავლებელი ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება, რომელიც დღეს გაძარცვული და დაგნრეულია. 1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 6 მილიონამდე ლარი გამოიყო.
საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და უახლოეს დღეებში მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დაიწყება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, საზღვაო სასწავლებელი 1 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. სასწავლებელში 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი დასაქმდება.

„აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რომელიც 30-იან წლებში ცნობილმა აქრიტერქორმა ილია ლაღიძემ ააშენა. შენობაშიპროფილური სასწავლებელი იყო განთავსებული“, –  თქვა ალექსანდრე მოწერელიამ.

სასწავლებელი საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული – საუბარია როგორც მეზღვაურის პროფესიაზე, ასევე საპორტო პროფესიებზე.
გუბერნატორის შეფასებით, სასწავლებელი ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს, ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები