მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციას მხოლოდ დესტრუქციული ქმედებების მცდელობა აქვს
“ყველა ეს აქცია არის ორგანიზებული და წარმართული ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მხოლოდ დესტრუქციული ქმედებების მცდელობა აქვს.
“ამ ყველაფერს მოყვება ქმედებები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჩვენი კანონით. მეტსაც გეტყვით, კანონსაც არღვევენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოყვება სამართალდამცავთა შესაბამისი ქმედებები.
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ.
შეძახილებზე რა თქმა უნდა, არ მქონდა არავითარი დისკომფორტი, რადგან ძალიან კარგად მესმის და ძალიან კარგად ვხედავ, რომ ყველა ეს მოძრაობა, ყველა ეს აქცია არის ორგანიზებული და წარმართული ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ. ეს არის მათი დღის წესრიგი, ეს არის ეს არის მათი ე.წ. პერფორმანსი, ეს არის მათი წარმოდგენა, იმის, რაც მათ უნდათ რომ გააკეთონ. მათ აქვთ ამის უფლება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და მე ამასთან დაკავშირებით არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ. ეს არ არის ხალხის მიერ გამოთქმული პროტესტი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების, მათი წევრების, მათი აქტივისტების მიერ დადგმული წარმოდგენები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.