თეა წულუკიანი: თემა დახურულია და მოემზადონ არჩევნებისთვის
საჯარო ბიბლიოთეკასთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდა.
ბიბლიოთეკის შენობაში იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
“კარგია, რომ ნულოვანი პროპორციული ჩავარდა. თემა დახურულია და მოემზადონ არჩევნებისთვის,”- განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და მცირედი დაპირისპირებაა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.