ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, დამკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა

საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც შეეხო დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ დებულებებს.
მისი თქმით, დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, დამკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა.
„უახლოეს მომავალში, პროექტს განსახილველად წარმოვადგენთ პარლამეტში. დღგ-ის რეფორმის ამოქმედება, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს. შენარჩუნდება ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირებას, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, მოხდა დოკუმენტის საჯარო განხილვა როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ისე ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფთან. პროექტის საბოლოო ვერსია სწორედ მათი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები