ივანე მაჭავარიანი: გასულ წელთან შედარებით, წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული

გასულ წელთან შედარებით, წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა კაპიტალური ხარჯების ათვისების ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროექტების შესრულების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

“მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული. კაპიტალური დანახარჯების ყოველთვიური დინამიკის გაუმჯობესების შედეგად, 2019 წელს ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობაც ეტაპობრივად იზრდება და წლის ბოლოსთვის მშპ-ს 2.5%-ის ფარგლებში იქნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები