სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილედ სოფიო ჯიაძე დაინიშნა
სოფიო ჯიაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრია.
2019 წლის 26 ნოემბრამდე სოფიო ჯიაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი იყო. 2014 – 2019 წლებში იგი საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
2011-2014 წლებში სოფიო ჯიაძე სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. იგი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სწავლების მეთოდოლოგიისა და პროფესიული განვითარების მენეჯერი იყო. ასევე, იკავებდა ინოვაციებისა და განვითარებადი პროექტების მენეჯერის პოზიციას და ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მიმართულებას.
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სოფიო ჯიაძე სამსახურის ადმინისტრაციულ, ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებს უხელმძღვანელებს.