“20 ლარები აქვთ აღებული” – აქციების ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას გაემიჯნა(ვიდეო)

პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას გაემიჯნა. მიმართვა ლუკა ფეიქრიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ის თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, აქციაზე უანგაროდ მისული საზოგადოებაა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც 20-30 ლარი აიღეს.

“აქციაზე არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ალალად და უანგაროდ დგას და აპროტესტებს იმას რაც ხდება. მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც 20-30 ლარები აქვთ გამაზული და ამოფარებულები არიან სიტყვა – პატრიოტიზმს. იქცევიან ისე, რომ ისევ აქ მყოფები დააზარალონ. მათ იმის შნო და ტრ**კი არ აქვთ, რომ ერთი-ერთზე კაცურად ილაპარაკონ”, – ამბობს ლუკა ფეიქრიშვილი ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები