ბიძინა ივანიშვილი: ზოგჯერ საზოგადოებისგან მიღებული რჩევები უფრო ძვირფასია, ვიდრე მთავრობის, ან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებები

პარტია ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებას საზოგადოებასთან ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად ექნება კომუნიკაცია.

როგორც მან აღნიშნა, ზოგჯერ საზოგადოებისგან მიღებული რჩევები უფრო ძვირფასია, ვიდრე მთავრობის ან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებები.

“ყველა პროცესი ქართული ოცნების პოლიტიკური მოღვაწეობის იქნება საარჩევნოს მსგავსი. ჩვენ ამ პროცესს აღარ შევაჩერებთ, მუდმივად გვექნება კომუნიკაცია და გვეცოდინება საზოგადოების აზრი. გასაგებია, რომ ჩვენ ყველაფერს ერთ დღეში ვერ გავაკეთებთ, თუმცა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ვიმეორებ, რომ საქართველო ყველა სფეროში სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ შეუძლებელია, რომ ათჯერ მეტი ეკონომიკა ათ წელიწადში ამოქაჩო და დაეწიო განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენ გვექნება მუდმივი ურთიერთობა საზოგადოებასთან, მუდმივი განმარტებები, რომ გავაცნოთ რა არის ბიუჯეტი, როგორ ყალიბდება ბიუჯეტი, როგორ უნდა დაიხარჯოს, რა პრიორიტეტები აქვს და ასე შემდეგ. ზოგჯერ მათგან მიღებული რჩევები გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე მთავრობის ან პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ბიძიინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები