სტრასბურგში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა (ფოტო)

სტრასბურგში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა.

საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის დროშის აღმართვის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სტრასბურგის მერი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

მოედნამდე მათ სპეციალური ტრამვაით იმგზავრეს, რომელიც ქართული ანბანითა და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთია გაფორმებული.

ცერემონიის ფარგლებში გაიჭრა სიმბოლური ლენტი და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ცნობისათვის, საქართველო, დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები