გიგა ბოკერია: თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების საშუალებას არ მივცემთ
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებას თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების შესაძლებლობა არ ექნება.
მისი თქმით, სადაც მოხერხდება მოხდება პიკეტირება, სადაც მოხერხდება, სირცხვილის დერეფანი მოეწყობა.
“სადაც შეგვიძლია პიკეტირება, სადაც შეგვიძლია სირცხვილის დერეფანს მოვაწყობთ, მაინც თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების საშუალებას არ მივცემთ. მათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ დაუმსახურებიათ და არ ექნებათ. რაც შეეხება ძალადობას, არავის წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვაპირებთ. მობრძანდნენ გაიგონ საზოგადოების ხმა, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს და დღესაც იგივეს უტიფრად აგრძელებენ”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.