ლევან გოგიჩაიშვილი – ვის აირჩევს “ქართული ოცნება” ვიცე-სპიკერად საერთოდ არ მაინტერესებს
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ პარლამენტის სხდომა დატოვეს.
როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, მათ ტრიბუნა გამოიყენეს, გააკეთეს განცხადებები და “ქართული ოცნება” ვიცე-სპიკერად ვის აირჩევს არ აინტერესებთ.
“ადამიანებმა, როცა დაიწყეს საუბარი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთ-ერთმა დეპუტატმა შეაფასა თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკაში, მე ვფიქრობ, მის სამინისტროში არ აინტერესებთ რატომ იყო ღარიბაშვილი ამერიკაში, არავის არ აინტერესებს. მგონია, რომ მოსახლეობის 99%-ს ეს არ აინტერესებს. რეალურად ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს პოლიტიკური პროცესი და ადამიანები ნერვიულობენ, როდესაც ხედავენ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო შეიძლება მათ შეექმნეთ პრობლემები. ჩვენ მოვედით გავაკეთეთ განცხადება, გამოვიყენეთ ჩვენი დეპუტატის ტრიბუნა, შესაბამისად ვის აირჩევს “ქართული ოცნება” ვიცე-სპიკერად საერთოდ არ მაინტერესებს”, – განმარტა გოგიჩაიშვილმა.