ბოკერია პოლიციელს დაემუქრა – “ძმრად ამოგადენთ ამ ყველაფერს, ბოლოს ვინ ვის დაიჭერს იცი”?!(ვიდეო)

“ძმრად ამოგადენთ ამ ყველაფერს”, – ამ სიტყვებით “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია წუხელ პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციელს დაემუქრა.

ბოკერიამ აქციაზე ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო რამდენიმე მოქალაქის დაკავება გააპროტესტა.

სამართალდამცველმა ოპოზიციონერ დეპუტატს კორექტულობისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა, რასაც ბოკერიას გაღიზიანება მოჰყვა. “ბოლოს ვინ ვის დაიჭერს იცი”? – მიმართა ბოკერიამ პოლიციელს, რაზეც სამართალდამცველმა დეპუტატს მუქარისგან თავშეკავება ურჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები