ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის ამორტიზებული სახურავი ახლით შეიცვალა. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ სამ მისამართზე შესრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის (თემქა) X კვ. N36ა კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 320 კვ.მ ფართობზე შეიცვალა სახურავი და ასევე, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა.
აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვლთან ერთად შეხვდა და შესრულებული სამუშაოების შესახებ მოსახლეობის აზრი მოისმინა.
„ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამხანაგობების აქტიურობით და გამგეობის დაფინანსებით, ასეთი ტიპის ბევრი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდა“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 38 773 ლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები