ვაშაძემ პოლიციას ულტიმატუმი წაუყენა: სამ წუთს გაძლევთ!
სამ წუთს გაძლევთ, – ასე მიმართა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.
“დაკეტეთ რუსთაველი, რომ ხელი არ შეეშალოთ აქციის მონაწილეებს. რამდენი ხალხია შეხედეთ. სამ წუთს გაძლევთ, გაატარეთ ეს ხალხი. რატომ გყავთ ეს მანქანები აქ გაჩერებული”, – მიმართა პოლიციელებს ვაშაძემ, რომელსაც სამართალდამცველმა უპასუხა, რომ საჭიროების შემთხვევაში გზის გადაკეტვა მოხდება.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც.