გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: სხდომაზე მოვიდნენ და პოლიტიკური დებატები გავმართოთ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა 26 ნოემბერს ჩატარდება, როგორც ამას რეგლამენტი და კანონმდებლობა ითვალისწინებს.

“ხვალ პლენარული სხდომა ჩატარდება, როგორც ამას რეგლამენტი და კანონმდებლობა ითვალისწინებს. პროტესტი მათი უფლებაა, მათ ამის საშუალება ექნებათ. პირიქით, სახელმწიფო ვალდებულია, აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი პირობაა – კანონი არ უნდა დაირღვეს. ამ აქციებმა არასერიოზული სახე მიიღო. სახელმწიფოს რეაგირება იქნება პროპორციული, როგორც წინა შემთხვევაში, როცა ოპოზიცია ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის ხელი შეეშალა. ოპოზიციას ვთხოვდი, ასეთი მოქმედებებისგან თავი შეიკავონ. სხდომაზე მოვიდნენ და სჯობს, პოლიტიკური დებატები გავმართოთ“ ,- განმარტა კახიანმა.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბება და პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები