“ქართული ოცნების” ოფისთან “შეცვალეს” წევრები იმყოფებიან
“ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” რამდენიმე წევრი იმყოფება.
როგორც “შეცვალეს” წარმომადგენლები აცხადებენ, აქციას გამართავენ ყველგან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა შედგება.
აქციის წარმომადგენლები სკანდირებენ – “შეცვალე”.
“ქართული ოცნების” ოფისში მაჟორიტარი დეპუტატებისა და პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.