ხვალ სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველო – იაპონიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
25 ნოემბერს 10:00 სთ-ზე სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველო – იაპონიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
ბიზნესფორუმს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა გახსნიან.
ბიზნეს ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საქართველოში იაპონიის საელჩოს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JAICA), იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით ჩატარდება. ბიზნესფორუმში 100-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებული 30-ზე მეტი იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი, მათ შორის “TEPCO”, “TOYOTA”, “IT OCHU”, “MITSUBISHI” და ა.შ მიიღებს.
ფორუმზე ქართული მხარე იაპონურ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებისა და რისკების მართვის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ხოლო მონაწილეები ასევე, გაეცნობიან იაპონური მხარის ამჟამინდელ მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებს, რომლის შედეგადაც ორი ქვეყნის ბიზნეს კავშირები უფრო გაღრმავდება.v