მებაჟე-ოფიცრებმა ყაზბეგში ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ჰაშიში აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის დ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს ინოფრმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გადაეცა.
​შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 262-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები