სუს-თან აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

“ლეიბორისტული პარტიისა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე, მოძრაობა “გაბედეს” წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით იყვნენ დაკავებულები.
მათ შორის იყო “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილიც.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროში დაადასტურეს. ​

​ცნობისათვის, სუს-თან აქციის მიმდინარეობისას აქტივისტები უწყების უფროსთან შეხვედრასა და არსებულ კითხვებზე პასუხების მიღებას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები