ბუტა რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.​

​დღევანდელ სასამართლო სხდომაზევე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, წინასასამართლო პროცესის თარიღი განესაზღვრა.

ცნობისათვის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.
ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით კი, ადეიშვილის მიმართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასმართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.
აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
​ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები