“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პოლიტიკური გაერთიანება “ევროპული საქართველოს” პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება “ევროპული საქართველოს” ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს.

პარტია “ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს გადაეცემა,”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები