“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” ექიმის მიმართ ცემის ფაქტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” გმობს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ ვერ შეეგუება ძალადობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედ-პერსონალზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ვერანაირ მცდელობას, – ასე ეხმაურება “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” პაციენტის ახლობლის მიერ ექიმის, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილის ცემის ფაქტს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს, რომელიც დაფიქსირდა და გავრცელდა მედია საშუალებების მიერ. აღნიშნული ფაქტი მოხდა გუშინ დღის მეორე ნახევარში და განხორციელდა პაციენტის თანხმლები პირის მიერ, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი კლინიკის ექიმს, საქართველოში წამყვან ნეიროქირურგს ბატონ გიორგი (გოგი) მაღალაშვილს.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო გმობს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ ვერ შეეგუება ძალადობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედ-პერსონალზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ვერანაირ მცდელობას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც პაციენტის,ასევე ბატონი გოგის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღვაწლმოსილი ექიმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მის პროფესიულ საქმიანობას – პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
მომხდარი ფაქტის შესახებ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”,- ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევა გუშინ მოხდა, აღნიშნულზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ექიმის, გიორგი მაღალაშვილის განცხადებით, “ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა. პრეტენზია ჰქონია იმაზე, როგორც შემდეგ გავიგე, რომ ვიღაცა ჰყოლია ავადმყოფი, რომელიც სადღაც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები