აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თანამდებობის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას გეგმავს.

ამის შესახებ Time აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიაში ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, პომპეო აშშ-ის სენატში არკანზასის შტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობას გეგმავს.

Time წერს, რომ პომპეო სახელმწიფო დეპარტამენტში დარჩენას გაზაფხულამდე აპირებდა, მაგრამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება, მას პოლიტიკურ ზიანს აყენებს და ტრამპთან ურთიერთობას გაფუჭების საბაბს იძლევა.

ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია განიხილა თუ არა პომპეომ საკუთარი გეგმა ტრამპთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები