პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურის ჭიშკარზე ბოქლომის განთავსების საშუალება არ მისცა

გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციის თანამშრომლებსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა მას პროკურატურის ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომის და ჯაჭვის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

“დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ამ პატიოსან ბიჭებს იმისთვის, რომ თავიანთი სიბინძურე გაიტანონ და დარჩნენ ამათი გამოყენებით ხელისუფლებაში. ძალას იყენებს პოლიციით და სპეცრაზმით, მეტი რესურსი დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები