კახა კალაძე: ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს, შესაბამისი უწყებები მისი გათავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებენ

ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს, შესაბამისი სამსახურები და უწყებები მისი მალე გათავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველას მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი და ასევე ექიმი, არის ხელშეუხებელი რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. შესაბამისად, ყველა სამსახური, შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი გათავისუფლება. თვითონ, ვაჟა ექიმს რაც შეეხება, კარგად გრძნობს თავს”,- განმარტა კალაძემ.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები