გიორგი ვაშაძე პარლამენტის პიკეტირების მიზნით, მშვიდობიან მსვლელობას ორშაბათს განაახლებს

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის პიკეტირების მიზნით, მშვიდობიანი მსვლელობის განახლებას ორშაბათს გეგმავს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა და ჰეშთეგიც დაურთო – #მაინცდავაბოქლომებთ.
“ორშაბათს, 19:00-ზე ვიკრიბებით ვარდების (რესპუბლიკის) მოედანზე და მსვლელობით წავალთ პარლამენტისკენ.
მოხდება პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება!
სამშაბათს სესია ვერ გაიმართება!
ერთად ერთის წინააღმდეგ!
#მაინცდავაბოქლომებთ”, – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები