რა ვითარებაა ამ დროისთვის პარლამენტთან (ფოტო)

პარლამენტის წინ ამ დროისთვის 10-მდე კარავია გაშლილი. ადგილზე იმყოფებიან აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტარიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს, სულ დაკავებულია 37 პირი, რომელთა სასამართლო პროცესიც დღეს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები