ენძელა მაჭავარიანი: არ ვთვლი, რომ გუნდის დატოვება რაიმე პოზიციად ღირს, მყარად ვარ გუნდში

“მე არ ვთვლი, რომ გუნდის დატოვება რაიმე პოზიციად ღირს, მყარად ვარ გუნდში. მეც დადებითი პოზიცია მქონდა, თუმცა არ მიმაჩნია სწორად გუნდის დატოვება,” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი მისი თანაგუნდელების მიერ პარტიის დატოვებას.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამის შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ირინა ფრუიძემ “ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები