ემზარ კვიციანის ძმისშვილს მესამე დღეა ეძებენ, მისი მეგობარი კი გარდაცვლილი იპოვეს

ნორა კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის მეგობარია, ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ

პარლამენტის დეპუტატის, ემზარ კვიციანის დის, ნორა კვიციანი ადასტურებს, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი მისი ძმისშვილის მეგობარია, ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ.

როგოც “კვირას” ნორა კვიციანმა განუცხადა, ბექას 2 დღეა ეძებენ, ის არც ტელეფონს პასუხობს და სავარაუდოდ, გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა.

“არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგული იყო, ორივეს ეძებდნენ. ბექა 2 დღეა არ გვინახავს, ტელეფონზეც არ გადის კონტაქტზე. სავარაუდოდ, გარდაცვლილთან ერთად იყო. სხვა დეტალები არ ვიცი”, – განაცხადა ნორა კვიციანმა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები