ირაკლი ბერაია: მე მესმის, რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია ბლოკები იყოს სასარგებლო, მაგრამ ეს არის თანხის მითვისებისთვის თაღლითური გზებით

მე მესმის რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია ბლოკები იყოს სასარგებლო, მაგრამ ეს არ არის პარტიების განვითარებისთვის, ეს არის თანხის მითვისებისთვის თაღლითური გზებით, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გადახდილი გადასახადებისგან გამოყოფილი პარტიების დასაფინანსებელი თანხის 40% აიღო პარტიებმა, რომლებსაც ჯამური რეიტინგი აქვთ 0.98% და სწორედ ამის გამო არიან ბლოკების წინაღმდეგი.

“ბატონო მამუკა, თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ ბლოკებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმაც, ახსენეს დაფინანსებაც. ჩემი წინააღმდეგობის შესახებ ბლოკებთან დაკავშირებით არ იყო მითითებული თქვენს მიერ ჩამოთვლილ არგუმენტებში. მე მინდა წავიკითხო 10 პარტიის დასახელება, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან კარგად იცით: “საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი “თავისუფლება”, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველო”, მოძრაობა “თავისუფალი საქართველოსთვის”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”. ეს არის 10 პარტია, რომელმაც ჯამში მიიღო 8,5 მილიონი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 40%-ია, მაშინ, როდესაც ამ პარტიებმა 0.98% აიღეს, ანუ მათი რეიტინგი არის ფაქტობრივად ნული. ჩვენი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადებისგან გამოყოფილი პარტიების დასაფინანსებელი თანხის 40% აიღო პარტიებმა, რომლებსაც ჯამური რეიტინგი აქვთ 0.98%. ეს არის განწყობა იმისა, თუ რატომ ვარ ბლოკების წინააღმდეგი და არა ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. მე მესმის, რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია ბლოკები იყოს სასარგებლო, მაგრამ ეს არ არის პარტიების განვითარებისთვის, ეს არის თანხის მითვისებისთვის თაღლითური გზებით, ამიტომაც ვარ ამის წინააღმდეგი და არ დაემთხვა ჩვენი არგუმენტები ერთმანეთს”,- განაცხადა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები